ლექცია № 9 /ანოტაცია/

Posted: July 23, 2011 in HR

ლიდერობა და მოტივაცია

 

ლექციის მიზანი: მოცემული ლექციის გაცნობის შედეგად შესაძლებელი უნდა გახდეს პასუხის გაცემა შემდეგ კითხვებზე:

  • რას არის ლიდერობის ცნება;
  • რომელ ძველ ბერძენ ფილოსოფოსებს იცნობთ, რომლებმაც დაიწყეს ლიდერის როლზე საუბარი;
  • გაავლეთ პარალელები ძველ ბერძნულ შეხედულებებსა და თანამედროვე სიტუაციებს შორის;
  • რატომ თამაშობს მოტივაცია დიდ როლს ორგანიზაციის განვითარებაში;
  • როგორ შეიძლება მოტივაციის გაზრდა თანამშრომლებში;
  • ჩამოაყალიბეთ მოტივაციის გაზრდის თქვენეული გზები. 

 

ლიდერობის ცნება; ლიდერის როლი ორგანიზაციაში

ლიდერობის და ლიდერის როლის შესახებ ბოლო ლექციაში უსაფუძვლოდ არ ვსაუბრობთ. წინა ლექციებში მოცემული ყველა საკითხი უმნიშვნელოვანესია ად. რესურსების წარმატებული მართვისთვის, მაგრამ შეუძლებელია ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატებული მართვა, თუ მას მაგალითის მომცემი ლიდერი არ ჰყავს სათავეში და შთაგონებით არ აავსებს გარშემომყოფებს. სწორედ ამიტომ ამ თავში ჯერ ზოგადად განვიხილავთ, რა არის ლიდერობა/ ხელმძღვანელობა  და შემდეგ ასევე ვისაუბრებთ ლიდერის როლზე ორგანიზაციაში.

შესაძლოა, ცოტა უცნაურადაც მოგეჩვენოთ ძველ ბერძენთა და რომაელთა მოსაზრებების განხილვა მეთაურობის შესახებ, რადგან უუკვე 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ. ისმის კითხვა – ნუთუ ამ ორი ათასწლეულის განმავლობაში არაფერი შეცვლილა? საჭიროა თუ არა ახალი იდეები ახალი ათასწლეულისთვის? ორივე შეკითხვის პასუხია – „დიახ“ და „არა“. რასაკვირველია, ტექნოლოგიურმა და ორგანიზაციულმა წინსვლამ ხელმძღვანელის კომპეტენციების მიმართ სხვაგვარი მიდგომა და მეთოდები დასახა. თუმცა, ტექნოლოგიების შეცვლის მიუხედავად, მეთაურობის პარამეტრები ძირითადად უცვლელი რჩება. მეთაურის ამოცანა ადრეც და ახლაც იყო და არის ის, რომ მან ადამიანებს ძლიერი სულისკვეთება შთაბეროს და წააქეზოს ისინი ორგანიზაციის საერთო კეთილდღეობისთვის სწრაფვისკენ. მეთაურები სხვების სულს უნდა სწვდებოდნენ და მათ ზრახვებს კარგი მიზნისკენ მიმართავდნენ (პლატონის მოსაზრება), რითაც ადამიანებში დასახული მიზნისადმი თავდადებას აღვივებენ, აძლევენ ძალას, მის მისაღწევად გადალახონ ყოველგვარი დაბრკოლება და ნებისმიერი საფრთხის წინაშე უკან არ დაიხიონ…..

თანამედროვე მენეჯემენტის ძირითადი ასპექტები და მიდგომები დასაბამს მაინც ძველი განმარტებიდან და დამოკიდებულებიდან იღებს, ამიტომ ის მენეჯმენტის/მართვის სტილი და ტიპი ხშირად პირდაპირპროპორციულად აისახება მოტივაციის ზრდაზე ორგანიზაციაში. როდესაც საუბარია მოტივაციაზე, აქ მხოლოდ მატერიალური და ფინანსური მხარე ნამდვილად არ იგულისხმება. თანამშრომლები ხშირად აღტაცებული რჩებიან და აქვთ უდიდესი კმაყოფილების და თვითრეალიზაციის შეგრძნება, როდესაც მენეჯერი მას სხვების თანდასწრებით აქებს ან კარგი საქმის გამო მართლაც გულითად მადლობას გადაუხდის. ორგანიზაციაში თანამშრომელთა მოტივაცია ორგანიზაციის სულს შეიძლება შევადაროთ. შემდეგ თავში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ მოტივაციის შესახებ.

 

მოტივაციის სისტემები და მოტივაციის ზრდა ორგანიზაციაში

მენეჯმენტი, პირველ რიგში, ნიშნავს ურთიერთობას ადამიანებს შორის და თუ ეს ასპექტი მოგვარებული არ არის, ვერც ერთი ახალი იდეა ორგანიზაციას სასურველ შედეგს ვერ მოუტანს. ადამიანურ ურთიერთობებს მენეჯმენტში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. თითქოს რა სირთულეზე შეიძლება საუბარი, თუ ურთიერთობები იერარქიულადაა ორგანიზებული: ზემდგომის სურვილი ხელქვეითებისათვის უყოყმანოდ შესასრულებელი ბრძანებაა. და ისინიც მის შესრულებას უნდა ცდილობდნენ! თითქოს, არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს შემსრულებლის სურვილს: ასეა თუ ისე, ბრძანება უნდა შესრულდეს. მაგრამ აქ თავს იჩენს მენეჯმენტისათვის ერთი პრობლემა, რაც თანამშრომლების მოტივაციაში მდგომარეობს.

იხილეთ მოსაზრებები ლიდერობის შესახებ და უაღრესად საინტერესო მაგალითები მოტივაციის გაზრდის თაობაზე მასალის სრულ ვერსიაში…

 

 

სალექციო მასალების სრული ვერსია გაეგზავნებათ  კურსის მონაწილეებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას,  პერსონალურად ელექტრონულ მისამართზე.

                                                                                     /იხ.რეგისტრაცია /

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s