ლექცია № 8 /ანოტაცია/

Posted: July 19, 2011 in HR

 

პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსი (Work-Life Balance – WLB), ანაზღაურება და ანაზღაურების თეორიები

 

ლექციის მიზანი: მოცემული ლექციის გაცნობის შედეგად შესაძლებელი უნდა გახდეს პასუხის გაცემა შემდეგ კითხვებზე:

  • რატომ არის მნიშვნელოვანი პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსის დაცვა;   
  • პრაქტიკულად როგორ შეიძლება პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსის დაცვის პროგრამების განხორციელება;   
  • რა არის ანაზღაურება;
  • რა ტიპის გადახდის თეორიებს იცნობთ.

პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსი (Work-Life Balance – WLB)

          პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსის შესახებ დისკუსიები ძირითადად განიხილება ანაზღაურებადი სამუშაოს კონტექსტში. ეს მასალა ეფუძნება ერთ-ერთ კვლევას (Gardiner et al. 2007), სადაც პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსის საკითხები წამოჭრილია რესტრუქტურიზაციით გამოწვეული გათავისუფლების/ ოპტიმიზაციის (redundancy) შემდეგ ანაზღაურებადი სამუშაოს შეწყვეტის შედეგად.

პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსის შესახებ ლიტერატურა და ამ საკითხის მარეგულირებელი ინიციატივები უკავშირდება იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ჰყავთ მცირე ასაკის შვილები. ცხოვრების სხვა ეტაპებს განხილვა, მაგალითად როგორიცაა პენსიაზე გასვლის პროცესი, პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსის კონტექსტში იშვიათია.

CIPD-მ ჩაატარა კვლევები პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსთან დაკავშირებით. შესაბამისად, გვაწვდის საინტერესო შედეგებს და პრაქტიკული მაგალითების მიხედვით გვაჩვენებს, რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსს ბიზნესში.

       შოტლანდიის სამეფო ბანკი (Royal Bank of Scotland – RBS)

            შოტლანდიის სამეფო ბანკი (RBS) დაარსდა 1727 წელს და დღეს უკვე მსოფლიო მასშტაბით მე-5 უდიდესი ბანკია და მე-2 უდიდესი ბანკი დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში. RBS ჰყავს დაახლოებით 30 მილიონი მომხმარებელი მსოფლიოში და არის მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების უდიდესი საბანკო მომსახურების პროვაიდერი დიდ ბრიტანეთში. რაც შეეხება დაქირავებულ მუშა ხელის რიცხვს, იგი ითვლის 120 000 ადამიანს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, აქედან 102 000 თანამშრომელი მხოლოდ ბრიტანეთში ჰყავს და თანამშრომელთა 22 % მუშაობს მოქნილი სამუშაო მოდელის საფუძველზე…

        ბრიტანეთის ტელეკომის (British Telecom – BT)                     

2005 წლის მონაცემებით BT-ის დიდ ბრიტანეთში 88 000-მდე თანამშრომელი ჰყავდა, აქედან 22% მოდიოდა ქალებზე, 9% – ეთნიკურ უმცირობებზე, 2% –  შეზღუდულუნარიან ინდივიდებზე. ამ მაჩვენებლებიდან, ქალების 93 % ბრუნდებოდა სამსახურში დეკრეტული შვებულების შემდეგ. 

BT- სთვის გამოწვევას წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მას უნდა უზრუნველყო მილიონობით მომთხოვნი და მრავალფეროვანი მომხმარებლის დაკმაყოფილება ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე ტელესაკომუნიკაციო, ინტერნეტის და IT (საინფორმაციო ტექნოლოგიების) სერვისების მიწოდების სახით. ამ შემთხვევაში მხოლოდ ტექნოლოგიები არ იყო საკმარისი კონკურენტული უპირატესობის დასამკვიდრებლად….

                         /იხილეთ  ბიზნეს ქეისები დეტალურად მასალის სრულ ვერსიაში…./

ანაზღაურება (Pay) და ანაზღაურების თეორიები

          ანაზღაურება დასაქმების ურთიერთობებში პოტენციურად ძლიერი იარაღია და ამ საკითხის ადგილობრივ დონეზე გადატანა ნიშნავს, რომ ორგანიზაციებმა სერიოზული პასუხისმგებლობა აიღეს  ანაზღაურების სისტემების აწყობასა და განხორციელებაზე და შესაბამისად ასევე მათზეა დამოკიდებული იმ პრინციპების ჩამოყალიბება, რომლის საფუძველზეც მოხდება ანაზღაურების გაზრდა. ეს კი შეიძლება განსაზღვროს სხვადასხვა პრინციპმა. მაგ: საცხოვრებელი ხარჯების გაზრდამ, ორგანიზაციაში მუშაობის წლების რაოდენობამ, ახალი უნარების გამომუშავება/შეძენამ ან კარგმა პერფორმანსმა (გაზომვის საფუძველზე).

დიდი ბრიტანეთში და ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ ორგანიზაციები მართლაც დაინტერესებულნი არიან პერფორმანსზე მიბმული ანაზღაურების სისტემებით (Performance-related pay – PRP).

                                                  / იხილეთ დეტალები სრულ ვერსიაში…./

სალექციო მასალების სრული ვერსია გაეგზავნებათ  კურსის მონაწილეებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას,  პერსონალურად ელექტრონულ მისამართზე.

                                                                                     /იხ.რეგისტრაცია /

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s