ლექცია № 7 /ანოტაცია/

Posted: July 14, 2011 in HR

 

მულტიკულტურული კომპანიები, ბიზნეს სტრატეგიები და კადრების შერჩევა საერთაშორისო დონეზე

 

ლექციის მიზანი: მოცემული ლექციის გაცნობის შედეგად შესაძლებელი უნდა გახდეს პასუხის გაცემა შემდეგ კითხვებზე:

  • რა არის მულტუკულტურული კორპორაციები და რა როლს თამაშობენ ისინი დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში;  
  • როგორ ხდება მულტიკულტურული კორპორაციების ად. რესურსების მართვა და რა დილემები შეიძლება, წარმოიქმნას ამ დროს;
  • რა ტიპის ბიზნეს სტრატეგიებს იცნობთ;
  • საერთაშორისო დონეზე კადრების შერჩევის სტრატეგიის რომელ ტიპებს იცნობთ.
  •  

მულტიკულტურული კომპანიების (Multinational Corporations – MNCs) არსი და მათი ად. რესურსების მართვის სისტემები

            მესამე ლექციაში ჩვენ უკვე განვიხილეთ მრავალფეროვანი პერსონალის მართვის პრინციპები და მიმდინარე ტენდენციები. ეს თემა მჭიდროდ უკავშირდება მულტიკულტურული კომპანიების საკითხს, რადგან მულტიკულტურულ კომპანიებისთვის დამახასიათებელია მრავალფეროვანი პერსონალის ყოლა. მაგრამ ამ ქვეთავში მულტიკულტურულ კომპანიებს განვიხილავთ HR ფუნქციების გადატანის კუთხით, რაც გულისხმობს კომპანიის თავდაპირველ სამშობლოში (home country) წარმოშობილი HR ფუნქციების გადატანას სხვა ქვეყნების შვილობილ კომპანიებში. ამ მიმართულებას ჩამოვაყალიბებთ და გავავრცობთ აშშ-ს მულტიკულტურული კორპორაციის მაგალითზე და აშშ-ს პრაქტიკის გადატანას ავსტრალიასა და ევროპაში.

                                                                                                   /იხ. ლექციის სრულ ვერსიაში/

მულტიკულტურული ანუ მრავალეთნიკური ორგანიციული კულტურა და მისი მართვა

იდეალურ მულტიკულტურულ კორპორაციებში ორგანიზაციული პოლიტიკა და პრაქტიკა არა მხოლოდ ამცირებს დისკრიმინაციას, არამედ ზრდის კიდეც წარმომადგენლობას და ყურადღებას ამახვილებს ისეთი სამუშაო გარემოს შექმნაზე, რომელშიც ყველა საერთო კულტურის ნაწილად იგრძნობს თავს (ნიში და მუსტაფა, 2007). მულტიკულტურული ანუ მრავალფეროვანი პერსონალის მართვა მჭიდრო კავშირშია მრავალფეროვანი პერსონალის მართვასთან და შეიძლება ითქვას, მრავალფეროვანი პერსონალის მართვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რადგან მრავალფეროვან პერსონალიში იგულისხმება განსხვავებები ასაკის, სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის და მრავალი სხვა ნიშნის მიხედვით, ხოლო მულტიკულტურული პერსონალის არსი მხოლოდ ეთნიკური ან კულტურული ნიშნით განსხვავებას გულისხმობს. ამიტომ მრავალეროვანი კორპორაციების მართვის საკითხებს განვიხილავთ ასევე მრავალფეროვანი პერსონალის მართვის პარალელურად და მასთან მიმართებაში. იხილეთ ძალზე საინტერესო მაგალითები და ბიზნეს შემთხვევები ლექციის სრულ მასალაში…

ბიზნეს სტრატეგიები და მათი მნიშვნელობა ად. რესურსების მართვაში

ძირითადი ლიტერატურა საერთაშორისო მართვის შესახებ ნათლად ან არაპირდაპირ აღიარებს მულტიკულტურული კორპორაციების სხვადასხვა ტიპის არსებობას. ტერმინები, როგორიცაა პოლიცენტრული (polycentric), ჯეოცენტრული (geocentric), ეთნოცენტრული (ethnocentric), მრავალქვეყნოვანი (multidomestic), საერთაშორისო (international), გლობალური (global) და ტრანსნაციონალური (transnational) გამოიყენება სხვადასხვა ტიპის მრავალეროვნული კორპორაციების შესახებ. ამ ტიპოლოგიათაგან ზოგიერთი სახელმძღვანელოების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი გახდა და აქტიურად ისწავლება საერთაშორისო ბიზნესისა და მენეჯმენტის კურსის გავლისას. შესაბამისად, არაერთი მიზეზის გამო, ეს ტიპოლოგიები საინტერესოა აკადემიკოსებისთვისაც, პრაქტიკოსებისთვისაც და სტუდენტებისთვისაც…

                                                                                                /იხ. ლექციის სრულ ვერსიაში/

კადრების შერჩევა საერთაშორისო დონეზე, მიმდინარე ტენდენციები და პროცესები

საინტერესოა, რა როლს იკავებს ად. რესურსების მართვის სისტემა მულტიკულტურული კორპორაციების ფუნქციონირებაში. დადგინდა, რომ HRM-ის საუკეთესო პრაქტიკა ეფუძნება გლობალური საუკეთესო პრაქტიკის ცნებას და იმ პრაქტიკაზე დაფუძნებულ მტკიცებულებებს, რაც  წარმატებული აღმოჩნდა მრავალეთნიკური ორგანიზაციის ერთ ნაწილში მაინც.    

            ად. რესურსების პრაქტიკის გადატანისას  გასათვალისწინებელია პოლიტიკური და სტრუქტურული ეფექტები. არსებობს ოთხი ძირითადი სხვადასხვა ეფექტი. იხილეთ დეტალები სრულ ვერსიაში…

სალექციო მასალების სრული ვერსია გაეგზავნებათ  კურსის მონაწილეებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას,  პერსონალურად ელექტრონულ მისამართზე.

                                                                                     /იხ.რეგისტრაცია /

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s