ლექცია № 5 /ანოტაცია/

Posted: July 4, 2011 in HR

 

HRM კომპონენტები: პერფორმანსის მართვა – ადაპტაციის პროგრამები, შეფასების სისტემები და დასწრება

ლექციის მიზანი: მოცემული ლექციის გაცნობის შედეგად შესაძლებელი უნდა გახდეს პასუხის გაცემა შემდეგ კითხვებზე:

  • რას ნიშნავს პერფორმანსის მართვა და რა როლს ასრულებს იგი ორგანიზაციის/ბიზნესის განვითარებაში;
  • რა მნიშვნელობა აქვს ადაპტაციის პროგრამებს;
  • რა შემთხვევაში შეიძლება იყოს წარმატებული შეფასების სისტემა და შეფასების რომელ სისტემებს იცნობთ;
  • როგორ შეიძლება ორგანიზაციაში დასწრების მონიტორინგი და დისციპლინის მართვა.

1. პერფორმანსის მართვის მიმოხილვა და მისი მნიშვნელობა ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით

მრავალწლიანი განხილვიც საგანი პერფორმანსის მართვის შესახებ დღესაც აქტუალური რჩება და უფრო მეტად გააქტიურდა კიდეც ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, რადგან HR პრაქტიკოსებმა უფრო მეტი აქცენტი გადაიტანეს მასზე, როგორც ბიზნესის ინტერესების დამცველზე, რადგან სწორედ პერფორმანსის მართვის პროცესში ინდივიდუალური პერფორმანსის შეფასების მიზნით დგინდება სამართლიანი და შესაბამისი ზომები.   HR პრაქტიკოსების ინტერესი ამ თემის მიმართ იმით განისაზღვრება, რომ ისინი ცდილობენ ფეხი აუწყონ მიმდინარე პროცესებს და უზრუნველყონ მათი და უშუალო მენეჯერების მოთხოვნების თანხვედრა, ხოლო HR სტრატეგიების შემქნელნი კი უზრუნველყოფენ, რომ პერფორმანსის მართვა მიმდინარეობდეს გარემოში, სადაც ბიზნეს წარმატების საფუძველს წარმოადგენს ბრენდისა და ინოვაციის არსი და მისი განვითარება.

პერფორმანსის მართვა ადამიანური კაპიტალის მართვის ერთ-ერთი მთავარი ასპექტია. არმსტრონდი და ბარონი (1998) თავიანთ წიგნში „პერფორმანსის მართვა: ახალი რეალობა“ პერფორმანსს შემდეგნაირად განმარტავენ: იხ. დეტალები სრულ ვერსიაში …

  2. თანამშრომელთა შეფასების სისტემები (Appraisal Systems), სისტემების აგება და მათი კავშირი სხვა HR ფუნქციებთან

            თანამშრომელთა შეფასება გარდაუვალი პროცესია ყველა ორგანიზაციაში მიუხედავად იმისა, ოფიციალურად არის თუ არა ის მოწონებული. ისტორიულად, ერთად მომუშავე ადამიანები ყოველთვის განსჯიდნენ და განიხილავდნენ საკუთარ და ერთმანეთის მუშაობას. ამიტომ, ორგანიზაციებმა თავი რომ აარიდონ კიდეც შეფასების სისტემის დანერგვას, საბოლოოდ მაინც მიიღებენ რაიმე მსგავს პროცესს, რომელსაც არაოფიციალური ხასიათი ექნება და უფრო რთული იქნება სიზუსტისა და კონტროლის თვალსაზრისით (ფლეტჩერი, 1993).

            შეკითხვა, რომელიც ხშირად ისმება შეფასების სისტემებთან დაკავშირებით, შემდეგია: რისი გაზომვა უნდა მოხდეს თანამშრომელთა შეფასების დროს? როგორ უნდა მოხდეს გაზომვა? და როდის? ულრიხი (1997) კი აცხადებს, რომ „შეუძლებელია იმის მართვა, რისი გაზომვაც შეუძლებელია“.

2.1. შეფასების სისტემები საქართველოში ფუნქციონირებად კომპანიებში

            როგორც ვხედავთ, შეფასების სისტემების შესახებ აქტიური კვლევები და მსჯელობები სულ რამდენიმე ათეული წელია რაც დაიწყო, მაგრამ საქართველოში ეს პროცესი კიდევ უფრო გვიან მოხდა. 2010 წელს ჩატარებულ კვლევაში  (გონაშვილი, 2010) ოცი სხვადასხვა ინდუსტრიისა და სექტორის წარმომადგენელმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. კვლევის გასაცნობად იხილეთ  მასალის სრული ვერსია.

 3. ადაპტაციის პროგრამები (Induction Programme) ახალი თანამშრომლებისთვის, ადაპტაციის პროგრამების შედგენის ხერხები

          ადაპტაციის პროგრამების საშუალებით ორგანიზაციები თავის მესიჯს აწვდიან ახალ თანამშრომლებს და რეალურად ამზადებენ მათ ახალი როლისთვის და გარემოსთვის. ადაპტაციის პროგრამას ძირითადად უძღვება ადამიანი/ადამიანები, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ორგანიზაციაში, კარგად იცნობს კომპანიას, ბიზნესს, კორპორატიულ კულტურას და ა.შ. ეს მნიშვნელოვანი ასპექტებია, რადგან სწორედ ადაპტაციის პროგრამის დროს ისმება უამრავი შეკითხვა ორგანიზაციის შესახებ, ამიტომ კომპეტენტური და კარგად ინფორმირებული კადრებია საჭირო ადაპტაციის კურსის ჩასატარებლად.

4. დასწრება და დისციპლინა ორგანიზაციაში

            დღესდღეობით საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებიდან და სამუშაოს მოქნილობიდან (flexibility) გამომდინარე, ზოგ ორგანიზაციაში (განსაკუთრებით კი ევროპის ქვეყნებში) სამსახურში მისვლისთვის ფიქსირებული დრო სულაც არ არის საჭირო, მაგრამ ზოგ ინდუსტრიაში (განსაკუთრებით საბანკო სექტორში, საცალო ვაჭრობის და კვების პუნქტებში, ასევე ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც მომხმარებელს უნდა დახვდეს მუშა პერსონალი) უმნიშვნელოვანესია სამსახურში თავის დროზე მისვლა. გარდა ამ ფაქტორისა,  დასწრება და დისციპლინა თავისი არსით კორპორატიული კულტურის შემადგენელი ნაწილია და იგი თავისუფლად შეიძლება, წარმოადგენდეს ერთ-ერთ კრიტერიუმს თანამშრომლის პერფორმანსის შეფასების დროს.

კურსის მონაწილეებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას,  სალექციო მასალების სრული ვერსია გაეგზავნებათ  პერსონალურად  ელექტრონულ მისამართზე..

                                                                                     /იხ.რეგისტრაცია 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s