ლექცია № 4 /ანოტაცია/

Posted: June 29, 2011 in HR

 

HRM კომპონენტები: რეკრუტმენტი და შერჩევა; ტრეინინგი და განვითარება; პერსონალის კარიერული ზრდა

 

ლექციის მიზანი: მოცემული ლექციის გაცნობის შედეგად შესაძლებელი უნდა გახდეს პასუხის გაცემა შემდეგ კითხვებზე:

  • რა HRM  კომპონენტებს იცნობთ; 
  • რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკრუტმენტისა და შერჩევის პროცესში; რეკრუტმენტის ძირითადი პრინციპები;
  • რატომ აქვს მნიშვნელობა  ტრეინინგსა და განვითარებას ორგანიზაციული პერფორმანსის თვალსაზრისით;
  • როგორ შეიძლება, განხორციელდეს პერსონალის კარიერული ზრდა.

1. HRM-ის ძირითადი კომპონენტების მიმოხილვა

ბოსილი et al (2005) აყალიბებს HR-ის მრავალრიცხოვან ფუნქციებს, რომელიც ეყრდნობა  104 სტატიის ანალიზს. თუმცა ამ მრავალრიცხოვან ფუნქციათაგან არის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც განსაზღვრავს ად. რესურსების მართვას. ამ კვლევის თანახმად, ჩამოყალიბდა HR-ის 26 ფუნქციის ნუსხა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვნად და ძირეულად დასახელდა შემდეგი ფუნქციები:

ა/. ტრეინინგი და განვითარება;

ბ/. ხელფასისა და დაჯილდოების სქემები;

გ/. თანამშრომელთა პერფორმანსის მართვა (შეფასების სისტემის ჩათვლით);

დ/. რეკრუტმენტი და შერჩევა.

ამგვარად, ეს ოთხი ძირითადი ფუნქცია ასახავს სტრატეგიული ად. რესურსების მართვის პროგრამის მთავარ მიზნებს. მომდევნო თავებში განვიხილავთ HRM სისტემის ორ ძირითად ფუნქციას; კერძოდ: რეკრუტმენტსა და შერჩევას, ტრეინინგსა და განვითარებას.

2. რეკრუტმენტი და შერჩევა

როგორ შეიძლება, განვსაზღვროთ რეკრუტმენტი? CIPD-ის (Chartered Institute of Personnel and Development-ის ანუ კადრებისა და განვითარების ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში) მიხედვით,  რეკრუტმენტი არის სწორი ინდივიდის სწორ ადგილზე ყოფნის პროცესი შესაბამის დროში. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ორგანიზაციული პერფორმანსისთვის. რეკრუტმენტი ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაა არა მხოლოდ HR-ის გუნდისთვის, არამედ უშუალო მენეჯერებისთვისაც, რომლებიც დიდწილად არიან ჩართული სელექციის/ შერჩევის პროცესში.

რეკრუტმენტის პროცესი მოიცავს მთელ რიგ ეტაპებს, რომელიც ქვემოთ არის ჩამოთვლილი:

  • როლის განსაზღვრა;
  • აპლიკანტების/კანდიდატების მოზიდვა;
  • აპლიკაციის წარდგენისა და შერჩევის პროცესის მართვა ;
  • კონტაქტის დამყარება კანდიდატთან.

მთლიანი პროცესის უკეთ გასაცნობად უმჯობესია, თითოეული ეტაპი უფრო დეტალურად განვიხილოთ. დეტალებისთვის იხილეთ სრული ვერსია…

 

3. ტრეინინგი, განვითარება და მათი მნიშვნელობა

ისმის კითხვა – რა ხდის ტრეინინგსა და სწავლას ასე მნიშვნელოვანს? ყურადღება უნდა მიექცეს მოსაზრებებს ტრეინინგის პირობითი ცნების შესახებ, რაც ასევე აღწერს სწავლის ალტერნატიულ ფასეულობას.  იმ ორგანიზაციებში, სადაც გაუმჯობესებული პერფორმანსი სწავლის შედეგად მიიღება, პროფესიონალებმა იციან ამ პროცესის კომპლექსურობის შესახებ, როდესაც ტრეინინგის მონაწილეებმა კურსის გავლის შემდეგ მიღებული ინფორმაცია პრაქტიკულ უნარებში უნდა განახორციელონ და განავითარონ. შესაბამისად, ტრეინინგის დაწყებამდე ძალზე მნიშვნელოვანია, მოხდეს ტრეინიგის საჭიროების ანალიზი (Training Needs Analysis – TNA), რათა დადგინდეს – რა ნაკლოვანებები არსებობს, ვის სჭირდება ტრეინინგი, რა დროში უნდა მოხდეს მისი ჩატარება და რა მიზანს ემსახურება იგი….

4. პერსონალის კარიეული ზრდა, პერსონალისთვის კარიერული გზის შერჩევა და განვითარება

ხშირად ორგანიზაციებს არ გააჩნიათ არანაირი გეგმა პერსონალის განვითარების შესახებ. მართალია, არ არსებობს რაიმე უნიკალური გეგმა, რომლის მიხედვითაც შეიძლება, იხელმღვანელოს კომპანიამ, მაგრამ სპეციფიკიდან გამომდინარე სრულიად შესაძლებელია პერსონალის კარიერული ზრდის დაგეგმვა. სრულ ვერსიაში შეგიძლიათ ნახოთ განვითარების დაგეგმვის ეტაპები…

კურსის მონაწილეებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას,  სალექციო მასალების სრული ვერსია გაეგზავნებათ  პერსონალურად  ელექტრონულ მისამართზე..

                                                                                     /იხ.რეგისტრაცია 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s