ლექცია № 2 (ანოტაცია)

Posted: June 16, 2011 in HR

ად. რესურსების მართვაზე (HRM) მოქმედი ორგანიზაციის გარე და შიდა ფაქტორები, მოქნილი “Soft“ და ხისტი “Hard” HRM სისტემები

ლექციის მიზანი: მოცემული ლექციის გაცნობის შედეგად შესაძლებელი უნდა გახდეს პასუხის გაცემა შემდეგ კითხვებზე:

  • თანამედროვე თეორიები ორგანიზაციაში ად. რესურსების მართვის ჩამოყალიბების შესახებ;

ამ ქვეთავში განხილული იქნება რამდენიმე თანამედროვე თეორია HRM-ის სისტემების ჩამოყალიბების კუთხით, მათ შორის:  „საუკუთესო ფუნქციის“ პარადიგმა და გარემოებითი თეორია. ასევე მოკლე მიმოხილვა იქნება წარმოდგენილი გარე ფაქტორების შესახებ ჩატარებული კვლევებისა და ჩამოყალიბებული მიდგომების შესახებ.

  • ად. რესურსების მართვაზე მოქმედი სხვადასხვა გარე ფაქტორი (დასაქმების ბაზარი, საკამომდებლო ბაზა, ინსტიტუციონალური სტრუქტურა და ა.შ.);

დებრაჰი და ბუდვარი (2001) განვითარებად ქვეყნებში ად. რესურსების მართვის მსგავსი სისტემების არსებობას რამდენიმე ძირითადი ფაქტორის არსებობით ხსნიან, კერძოდ ეს ფაქტორებია: ნაციონალური კულტურა, ნაციონალური ინსტიტუტები, ბიზნეს გარემო და წარმოების სფერო.

სხვადასხვა მოსაზრების შეჯერების შედეგად, ად. რესურსების მართვის სისტემებზე მოქმედი ფაქტორები შეიძლება, გაიყოს ხუთ ძირითად კატეგორიად:

  • სამუშაო ბაზრები;  სამუშაოსა და დასაქმების მოდელები
  • იურიდიული/ლეგალური ჩარჩოები
  • ინსტიტუციონალური ჩარჩო-სტრუქტურები
  • საგარეო ბაზრები
  • ნაციონალური, კულტურული და საზოგადოებრივი ნორმები და ღირებულებები.

გაეცანით ამ ფაქტორების ზეგავლენას საქართველოს მაგალითზე. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მასალის სრულ ვარიანტში.

  • ად. რესურსების მართვაზე მოქმედი სხვადასხვა შიდა ფაქტორი (კორპორატიული კულტურა, მენეჯმენტის ტიპი, ორგანიზაციის ზომა, სექტორი და ა.შ.);

ამ თავში უფრო დეტალურად განვიხილავთ რამდენიმე ფაქტორს, კერძოდ კი: ორგანიზაციის ზომასა და ეკონომიკური საქმიანობის სექტორს, ორგანიზაციულ ფაქტორებს, მაგ: კორპორატიულ კულტურას, ასევე მფლობელობასა და მენეჯმენტის ტიპს.

  • მოქნილი (Soft) და ხისტი (Hard) ად. რესურსების მართვის სისტემების მიმოხილვა;

ეს ორი მოდელი ადამიანური ბუნებისა და მენეჯერული კონტროლის სტრატეგიების განსხვავებულ ხედვებს წარმოადგენს. ხისტი მოდელი ეფუძნება მკაცრი სტრატეგიული კონტროლის ცნებებსა და ეკონომიკურ მოდელს, მაშინ როდესაც მოქნილი მოდელი უფრო ემყარება ყოვლისმომცველი ვალდებულების (commitments) კონტროლს.

  • მოქნილი (Soft) ად. რესურსების მართვის სისტემის მნიშვნელობა და მისი გამოყენება პრაქტიკაში. 

მოქნილი HRM სისტემა მოიცავს HR ფუნქციათა კომპლექტს, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ორგანიზაციული პერფორმანსის გაუმჯობესებულ შედეგებს. ჯერ კიდევ მიმდინარეობს სერიოზული დებატები მოქნილი სისტემის მნიშვნელობის შესახებ ორგანიცაზიის განვითარებაში. მაგრამ ზოგადი მიდგომების უკეთესად გასაგებად, ძალზე საინტერესო იქნებოდა პფეფერის მიერ ჩამოყალიბებული „ძირითადი ვალდებულებების“ ან „საუკეთესო ფუნქციის“ შემადგენელი კომპონენტები.

კურსის მონაწილეებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას, სალექციო მასალების სრული ვერსია გაეგზავნებათ პერსონალურად ელექტრონულ მისამართზე.

                                                                                     /იხ.რეგისტრაცია/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s