ლექცია № 3/ანოტაცია/

Posted: June 23, 2011 in HR

ორგანიზაციული მართვა, ორგანიზაციული კულტურა, მრავალფეროვანი  პერსონალის მართვა; ორგანიზაციული ცვლილებები და ცვლილებების მართვა

ლექციის მიზანი: მოცემული ლექციის გაცნობის შედეგად შესაძლებელი უნდა გახდეს პასუხის გაცემა შემდეგ კითხვებზე:

  • რა არის ორგანიზაციული მართვა და დაასახელეთ მართვის პრინციპები;
  • რატომ არის ორგანიზაციული კულტურა მნიშვნელოვანი და შესაძლებელია თუ არა მისი მართვა;
  • რას გულისხმობს მრავალფეროვანი პერსონალის მართვა და რა პრობლემები იჩენს თავს ამ პროცესში;
  • რატომ არის გარდაუვალი ორგანიზაციული ცვლილებები და როგორ შეიძლება მათი მართვა.
  1. 1.     ორგანიზაციული მართვა და მართვის პრინციპები

წარმოვიდგინოთ შემდეგი სცენარი: პირველად სტუმრობთ რომელიმე უცხო ქალაქს. სადილის დროა და თქვენ უკვე გშიათ, თუმცა ბევრი ფული არ გაქვთ საჭმელზე დასახარჯი. უცებ, ასევე უცნობ ქუჩაზე, ხედავთ დიდ ყვითელ ნიშანს “M” შორი მანძილიდან და მაშინვე გრძნობთ შვებას, რადგანაც ხვდებით, რომ MacDonald’s ახლოსაა….. MacDonald’s-ის  მაგალითზე გაეცანით უფრო დეტალურად მართვის ერთ-ერთ პრინციპს და დააკავშირეთ ის რეალობასთან….

ტეილორის სახელმძღვანელო პრინციპები

1911 წელს გამოქვეყნდა ტეილორის პრინციპები, რომლის მიხედვითაც ეფექტურობა იყო ტეილორის მთავარი აკვიატებული აზრი. იგი თავად ინჟინერი იყო და ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით თვლიდა, რომ ნებისმიერი სამუშაოს შესასრულებლად არსებობს ოპტიმალური გზა, ანუ „საუკეთესო გზა“…

კონვეირის რუტინული სამუშაო და ფორდიზმი

შეკითხვა რომ დასვათ, როგორ წარმოუდგენიათ ადამიანებს კონვეიერი, ბევრი გიპასუხებდათ, რომ ეს არის მანქანა-დანადგარი, რომელზეც მიმდინარეობს ნახევრად დასრულებული ავტომანქანების რიგ-რიგობით მიახლოება ადამიანთა ჯგუფთან (ან რობოტებთან), რომლებიც სწრაფად ამაგრებენ საჭირო ადგილზე საქარე მინებს, საბურავებს და ა.შ. ეს არის კონვეიერის უფრო ადრეული იმიჯი, ხოლო თანამედროვე ვარიანტი უფრო განვითარებულია და უკეთესად გამოიყენა ფორდის ავტომობილების კომპანიამ…

  1. ორგანიზაციული კულტურა და მისი მნიშვნელობა

ორგანიზაციული კულტურა მჭიდროდ უკავშირდება ორგანიზაციულ ქცევას. ორგანიზაციული კულტურის კონცეფცია უფრო პოპულარული და მნიშვნელოვანი გახდა ბიზნეს სამყაროში, რაც ძირითადად გამოწვეული იყო გლობალიზაციის გაძლიერებით, იმ მოსაზრებით, რომ ორგანიზაციის პერფორმანსი დამოკიდებულია თანამშრომელთა ფასეულობებზე, რომელიც უნდა ემთხვეოდეს კომპანიის სტრატეგიას და ასევე ხედვას, რომ მენეჯმენტს შეუძლია ორგანიზაციული კულტურით მანიპულირება დასახული ამოცანების მიღწევის მიზნით. არსებობს ორგანიზაციული კულტურის სხვადასხვა დეფინიცია. ჰოფშტედი მას უწოდებს „გონების კოლექტიურ პროგრამირებას“. იხილეთ უფრო მეტი დეტალები ორგანიზაციული კულტურის შესახებ მასალების სრულ ვერსიაში…

  1. 3.     მრავალფეროვანი პერსონალის (Diversity) მართვა

ორგანიზაციული კულტურა მაშინ წარმოიშობა, როდესაც ხდება ცოდნისა და ვარაუდების გაზიარება თანამშრომელთა მიერ და ნაპოვნია შინაგანი ინტეგრირებისა და გარეგანი ადაპტაციის გზები.  ეროვნული კულტურა, ქვეყნის სოციალური ნორმები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ორგანიზაციულ კულტურაზე. შესაბამისად, ეროვნული კულტურის დომინანტური ფასეულობები აისახება ორგანიზაციის კულტურაზე და ეს აღიქმება, როგორც გარეგან გარემოებათა ზეგავლენა. გაზრდილმა გლობალურმა ოპერაციებმა წარმოშვა მრავალფეროვნების მართვის საკითხი, რადგან ეროვნული კულტურის განსხვავებებმა შესაძლოა, დიდი გავლენა მოახდინონ ორგანიზაციის ეფექტიანობაზე. ეს მიდგომა კი იქედან ჩამოყალიბდა, რომ მონოკულტურული (monocultural) ორგანიზაციები ვეღარ აკმაყოფილებდნენ გლობალურ მარკეტს…

  1. 4.     ორგანიზაციული ცვლილებები და ორგანიზაციული ცვლილებების მართვა

ორგანიზაციაში ცვლილებების წამოწყება ბევრი ადამიანისთვის გაიგივებულია საფრთხესთან,  რადგან ეს გულიხმობს არსებულის შეცვლას. ცვლილებასთან დაკავშირებული შიში გასაგებია, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ დღევანდელ დინამიკურ სამყაროში ძალიან სწრაფად იცვლება გარემოებები, შესაბამისად ორგანიზაციული ცვლილებები გარდაუვალია. აქედან გამომდინარე, მენეჯერებს ეკისრებათ ეს ფუნქციაც – განახორციელონ ცვლილება ორგანიზაციაში და გაუმკლავდნენ წინააღმდეგობას ცვლილებების მიმართ. რეკომენდაციები ორგანიზაციული ცვლილებების მართვასთან დაკავშირებით იხილეთ სრულ ვერსიაში…

სალექციო მასალების სრული ვერსია გაეგზავნებათ  კურსის მონაწილეებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას,  პერსონალურად ელექტრონულ მისამართზე.

                                                                                     /იხ.რეგისტრაცია/

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s